ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მასპინძლობს
ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
თამარ ბულია (ვიოლინო), ირაკლი ევსტაფიშვილი (ფლეიტა), ნინო ჭირაქაძე (ფ/ნო), გვანცა ღვინჯილია (მუსიკის ისტორია), მაია მეტრეველი (ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი) და ივერი კეკენაძე (საერთაშორისო დეპარტამენტის კოორდინატორი) შეხვედრებს მართავენ ბელგიელ კოლეგებთან და ესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებს: პედაგოგები ატარებენ ლექციებს, მასტერკლასებს, მონაწილეობენ ე.წ. “job shadowing” აქტივობებში, ეცნობიან და გამოცდილებას უზიარებენ მასპინძელი სასწავლებლის წარმომადგენლებს.
ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიასთან პარტნიორობის ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2017 წელს გააფორმდა, ხოლო მომდევნო წელს ერასმუს+ KA 107 ICM პროგრამით დაფინანსდა. პროექტი კონსერვატორიის რექტორის ნანა შარიქაძისა და ბრიუსელის კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორის, სალვატორე ჯიოვენის ჩართულობით განხორციელდა.