ქართველ მეცნიერთა ნაშრომი საერთაშორისო ჟურნალში “ASTRONOMY & ASTROPHYSICS” გამოქვეყნდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ილიაუნის ლემან–ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტმა ეკა გურგენიშვილმა, პროფესორებმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა და ვასილ კუხიანიძემ, ევროპელ კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში “Astronomy & Astrophysics“ ნაშრომი „Rieger-type periodicity in the total irradiance of the Sun as a star during solar cycles 23–24“ გამოაქვეყნეს.ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ნაშრომის ავტორები მზის სრულ გამოსხივებაში დაკვირვებულ პერიოდულ ცვლილებათა საშუალებით აფასებენ მაგნიტური ველის სიდიდეს მზის წიაღში.
კვლევა ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული „ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის” პროგრამის ფარგლებში. პროგრამის დონორები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ფოლკსვაგენის ფონდი.