ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ოსლოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა საკვალიფიკაციო შეხვედრაში ინდოელი სუშილ სუშილი 5:2 დაამარცხა, მერვედფინალში თურქ მუსტაფა კაიას 7:2 მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში პოლონეთის წარმომადგენელ მაგომედმურად გაჯიევთან 1:4 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის რეპეშაჟზე გადაერთო.

იაკობაშვილმა ბრინჯაოს ნახევარფინალში ბრიტანელ ნოკოლა კოიოკარუს 5:0 მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს 4:3 აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა კენჭაძემ (79 კგ), უფრო ადრე ვერცხლის მედლით დაასრულა ჩემპიონატი გენო პეტრიაშვილმა (125 კგ). საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები