“ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მე-7 პრესტიჟული ეროვნული კონკურსის “ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის” სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ფინალის მონაწილე 30 სკოლის ეკოკლუბებმა – სუფთა გარემოს ნამდვილმა ელჩებმა ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც მათ, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებსა თუ მთის პატარა სოფლებში განახორციელეს.

პანდემიის მიუხედავად, კონკურსში 400-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა.გამარჯვება წილად ხვდა გვიმრიანის საჯარო სკოლას – პატარა სკოლა თავისი ეკოკლუბით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან. მე – 2 ადგილი ეკუთვნის კიცხის საჯარო სკოლას იმერეთის რეგიონში, ორმა სკოლამ კი – რუსთავის IX და საჩხერის II საჯარო სკოლებმა, თანაბარი ქულებით, მესამე ადგილი გაინაწილეს.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წელს დაარსდა CENN- ის მიერ, პროექტის ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის განვითარების  თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ბუნების მიმართ სოლიდარობისა და შემწყნარებლობის გრძნობის განვითარებას.

დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ  ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საბინე მახლთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და FAO Georgia–ს წარმომადგენელი მიხეილ სოხაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები