მაინის ფრანკფურტᲨი ფილმის „Georg in Georgien” ჩვენება გაიმართა
30 სექტემბერს, მაინის ფრანკფურტᲨი, საქართველოს გენერალურ საკონსულოᲨი გერმანული დოკუმენტური ფილმის “გიორგი საქართველოში“ “Georg in Georgien” ჩვენება გაიმართა
1991 წელს გადაღებულ ფილმᲨი ასახულია სვანეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა, რომელიც Ძველი, წარმართული ტრადიციებისა და ქრისტიანული კულტურის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წმინდა გიორგის კულტს საქართველოში.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ. ასევე, გენერალურ საკონსულოში გამართული გამოფენის შესახებ სტუმრებს მოუთხრო ქართულ-გერმანული საზოგადოების ხელმძღვანელმა ჰანეს ვირტმა.