ვიდეობლოგის სტუმარი ნიდერლანდებში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერი სოფიო პატარაიაა. მას მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად ევროპის კოსმოსური სააგენტოს მკვლევარ-მეცნიერია და მნიშვნელოვან აღმოჩენებზე მუშაობს. ის ESA-ში ერთადერთი ქართველი ქალი მკვლევარია.
სოფიომ 2005 წელს, მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის მიმართულებით მიიღო. 2006-2009 წლებში სწავლობდა მაქს პლანკის ინტიტუტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე. სოფიო იყო პოსტდოქტორანტი ვისკონსის უნივერსიტეტში და ასოცირებული მკვლევარი ვუპერტალისა და იოჰანეს გუტენბურგის უნივერსიტეტებში. 2006-2019 წლებში, სოფიო ასოცირებული მკლევარი გახდა ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) და მუშაობდა ატლასის ექსპერიმენტზე. 2019 წლიდან კი, ევროპის კოსმოსური სააგენტოში (ESA) მკვლევარ-მეცნიერია, რომლის ამბიციური გეგმებიც მთვარესა და მარსზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას უკავშირდება.
როგორ იპოვა საყვარელი საქმე და აისრულა ბავშვობის ოცნება ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგში ,,მედიატორი“.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"