ესპანეთში “platino Industria Forum”-ის ფარგლებში ქართული ღონისძიება გაიმართა

30 სექტემბერს ქალაქ მადრიდში “platino Industria Forum”-ის ფარგლებში, რომელიც ლათინური ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების პარალელურად მიმდინარეობს, საქართველოს სტენდთან ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით ქართული ღონისძიება გაიმართა.

ცნობილ კინოპროდიუსერებსა და ფორუმის წევრებს საქართველოს მხარე ქართული ღვინით და სამზარეულოთი გაუმასპინძლდა რომლის შემდგომ, საქართველოს ელჩმა ილია გიორგაძემ და საქართველოს კინოკომისიონერმა დავით ვაშაძემ დამსწრე აუდიტორიას გააცნეს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, სადაც ასევე აღინიშნა საქართველოს აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეობისა და ქართული კინო ინდუსტრიის მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციის მნიშვნელობა.ხაზი გაესვა საქართველოს როგორც მიმზიდველი კინოინდუსტრიის ქვეყნისა და უახლოეს მომავალში ესპანელი პროდიუსერების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორუმზე მსოფლიოს ისეთ წამყვან კინო-კომპანიებს შორის, როგორიცაა; Netflix, Sony, Amazon Stydios, Tele -Mundo მონაწილეობას საქართველოდან  ათამდე ქართული კომპანია იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები