ანსამბლი „რუსთავი“ უკრაინაში საგასტროლო ტურნეზე გაემგზავრა

2 ოქტომბერს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი „ უკრაინაში საგასტროლო ტურნეზე გაემგზავრა. მოცეკვავეები უკრაინის ყველა დიდ ქალაქში უკრაინის ცეკვის ნაციონალურ ანსამბლ „ვირსკისთან  ერთად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ოქტომბრის ბოლოს მოცეკვავეებს მომღერლებიც შეუერთდებიან და ახალი პროექტით “ბალადა სიყვარულზე”  ანსამბლი უკვე სოლო კონცერტებს გამართავს.

ახალი პროექტის „ბალადა სიყვარულზე“ ფარგლებში უკრაინაში  ცეკვა „აფხაზურის“ პრემიერა შედგება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები