ოტავას ფესტივალზე “მიტოვებული სოფელი” საუკეთესო დიზაინისთვის დაჯილდოვდა
“მიტოვებული სოფელი” კანადაში, ოტავას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა.
ფილმს გადაეცა ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის.
ფილმის მხატვარია ირაკლი ტოკლიკიშვილი, რეჟისორი მარიამ კაპანაძე, პროდიუსერი მარიამ კანდელაკი.
“მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.
“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.