ჩინეთში „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპო“ გაიმართა

24-26 სექტემბერს, ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში რიგით მეშვიდე ,,21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპო“ გაიმართა. ექსპოს მონაწილე 69 ქვეყანას შორის წარმოდგენილი იყო საქართველოს ოფიციალური პავილიონი, რომლის ორგანიზატორი წელსაც ,,სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი’’ გახლდათ.

საქართველოს ოფიციალური პავილიონი წლევანდელ ექსპოზე გადაწყვეტილი იყო სვანური კოშკის ვარიაციითა და საქართველოს ულამაზესი პეიზაჟებით.  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პავილიონში წარმოდგენილი სხვადასხვა ქართველი მწარმოებლის პროდუქციის საშუალებით, გასცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურასა და ტურიზმს.

ექსპოს ოფიციალურ გახსნაზე, ქართული პავილიონი მოინახულეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ, ლეუნგ ჩუნინგმა, სხვადასხვა ქვეყნის საკონსულოების წარმომადგენლებმა და ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივი მთავრობის წევრებმა.

შეგახსენებთ, რომ ,,21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპო“ ყოველწლიური, ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ექსპო გახლავთ ჩინეთის სამხრეთში, რომლის ორგანიზატორია ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო და ქალაქ გუანჯოუს კომერციის ბიურო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები