მეხიკოში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
29 სექტემბერს, ქალაქ მეხიკოს მთავარ მოედანზე, საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა, პრეზენტაცის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა დაესწრო.
რესტორატორმა ისრაელ ლოპესმა, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ საკუთარი კვლევა წარმოადგინა.
ღონისძიების დასასრულს, მიწვეული სტუმრებისათვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.