ინფორმაციული ბლოგი პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის
თუ თქვენ გადაწყვიტეთ პოლონეთის მოქალაქეზე ქორწინება – გაითვალისწინეთ:
პოლონეთში ქორწინების ორი გზა არსებობს:
- სამოქალაქო ქორწინება;
- ჯვრისწერა.
სამოქალაქო ქორწინებისთვის საჭირო საბუთებია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;
- დაბადების მოწმობების ასლები;
- განქორწინების დამადასტურებელი მოწმობა (თუ რომელიმე პირი იმყოფებოდა ქორწინებაში);
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დამატებით უნდა წარადგინონ ქორწინების დასაშვები ცნობა წარმოშობის ქვეყნიდან პოლონურ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად;
- ქორწინების რეგისტრაციის საფასურის გადახდის ქვითარი;
ჯვრისწერისათვის საჭირო საბუთებია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;
- დაბადების მოწმობების ასლები;
- განქორწინების დამადასტურებელი მოწმობა (თუ რომელიმე პირი იმყოფებოდა ქორწინებაში);
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დამატებით უნდა წარადგინონ ქორწინების დასაშვებo ცნობა წარმოშობის ქვეყნიდან პოლონურ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად;
- წერილობითი გარანტია, რომ არ არსებობს ქორწინების ხელისშემშლელი გარემოებები;
- ქორწინების რეგისტრაციის საფასურის გადახდის ქვითარი;
“გახსოვდეთ, რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც არის ქართული ენაზე უნდა იყოს გადათარგმნილი პოლონურ ენაზე ნაფიცი თარჯიმნის მიერ.
გახსოვდეთ, რომ თან უნდა იქონიოთ ორიგინალი და პოლონურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტები.“ – ნათქვამია ინფორმაციულ ბლოგში.