საქართველოს ელჩი საბერძნეთში ათენის დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ სკოლას ეწვია

26 სექტემბერს საქართველოს ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა და საელჩოს უფროსი მრჩეველი დარეჯან მუმლაძე ათენის დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლას ეწვივნენ და მოწაფეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ელჩმა მიმართვაში ისაუბრა საზღვარგარეთ საკვირაო სკოლების როლზე ქართული ენის, ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის შესწავლის მიმართულებით. მადლიერებით გაუსვა ხაზი იმ პედაგოგებისა და დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების მუშაობის მნიშვნელობას რომელიც მიმართულია ახალი თაობის სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ. აქვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც რომ ახალგაზრდა თაობა იმ სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეც უნდა იყოს, სადაც იზრდება და ცხოვრობს.

მიმართვაში ხაზი გაესვა პედაგოგების მუშაობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების ფონზე. დავით დონდუამ გამოთქვა მზაობა მხარდაჭერა აღმოუჩინონ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარების  მიმართულებით წამოწყებული ახალი ინიციატივებისა და აქტივობების განხორციელებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები