თესალონიკში ქართული კულტურის საღამო გაიმართა
თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით 25 სექტემბერს ქართული კულტურის საღამო გაიმართა.
გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ საკონსულოს მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართა სარეკლამო ვიდეო რგოლების ჩვენება ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით. სასტუმრო „პომეგრანატი“ ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა მოწვეულ სტუმრებს. ცეკვის ანსამბლების: „მამული“, „ფესვები“ „საქართველო“ მოცეკვავეებმა შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები. საღამო სიმღერით გააფორმა ანა კულიმ.
კულტურის საღამოს ესწრებოდნენ საბერძნეთის სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.