„ძველებური ცეკვები” მალტის კულტურის დღეების ფარგლებში წარმოადგინეს

27 სექტემბერს, რადისონ ქოლექშენ წინანდლის ამფითეატრში, პროექტის „მალტის კულტურის დღეები საქართველოში” ფარგლებში გაიმართა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა  „ძველებური ცეკვების“ განახლებული ვერსია, რომელიც ბაროკოს მუსიკასა და თანამედროვე ქორეოგრაფიას მოიცავს. საქართველოს სინფონიეტამ დირიჟორ ალექსეი გალეა კავალაცისთან და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე საბალეტო დასთან ერთად კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.

დასი: „საქართველოს სინფონიეტა“; გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი; ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე; დირიჟორი – ალექსეი გალეა კავალაცი; სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი; კლავესინი და ორგანი – ანნა ქურდოვანიძე; თეორბო და ბაროკოს გიტარა – პაბლო საპიკო. წარმოდგენა კოსტიუმირებულია, რომლის მხატვარიც უტა ბექაია გახლავთ.

26 სექტემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენის, „ძველებური ცეკვების“ ჩაწერა და გადაღება განხორციელდა, რომლის სატელევიზიო პრემიერა მალტის ტელევიზიის ეთერში შედგება.

პროექტი ხმელთაშუაზღვის საკონფერენციო ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები