წარმატებული ქართველი დირიჟორისა და არტ-მენეჯერის უკრაინულ-ავსტრიული ამბავი და უახლოესი გეგმები ევროპაში

ვიდეობლოგის სტუმარი ავსტრიაში მოღვაწე მუსიკოსი მიხეილ მენაბდეა. ის ავსტრიამდე უკრაინის ფილარმონიაში მოღვაწეობდა. უფრო ადრე კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმატებული მსახიობი იყო და საბალეტო დასის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ სოლისტად ითვლებოდა. 23 წლის ასაკში გადაწყვიტა პროფესია შეეცვალა, ცეკვას თავი დაანება და სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი გახდა. დღეს ავსტრიაში ცხოვრობს და წარმატებული დირიჟორია.

მუსიკოსი პანდემიის მიუხედავად, აქტიურად განაგრძობს მუშაობას და ახალი პროექტებისთვის ემზადება. ძალები როგორც არტ-მენეჯერმაც მოსინჯა, სულ მალე შვეიცარიაში გრანდიოზული ღონისძიების მუსიკალურ მხარეზე იზრუნებს. 2021 წლის გაზაფხულზე შვეიცარიაში ასევე წარმატებით წარმოადგინა მუსიკალური ციკლი „Zwei Brücken” (ორი ხიდი), რომლის პროგრამაც და კონცეფციაც მის მიერ იყო შედგენილი.

აპირებს თუ არა ხელოვანი სამომავლოდ საქართველოსთან კავშირშიც განახორციელოს პროექტები და რა იქნება მის შემოქმედებით ცხოვრებაში შემდეგი გაჩერება  – ნახეთ ინტერვიუ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები