“Hakkoubishoku” ქართული სამზარეულოს შესახებ წერს
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ცნობილი გასტრონომიული ჟურნალი, “Hakkoubishoku” ქართული სამზარეულოს შესახებ წერს.
სტატია ქართული სამზარეულოს მკვლევარის, ქ-ნი აკი ოტემორის ინტერვიუს ეყრდნობა და ჩენი ქვეყნის გასტრონომიულ თავისებურებებს აღწერს.
ასევე, იაპონიაში გამოიცა ნახატებიანი წიგნების ცნობილი ავტორის, იასუმი კატოს წიგნი საქართველოში მოგზაურობის შესახებ.