ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია

ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ზაგრებში გრან-პრის სერიის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტატომ 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით მან 700 სარეიტინგო ქულა დააგროვა და თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების სიის პირველი ნომერი გახდა.

დღეს ზაგრების გრან-პრიზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი – ლუკა მაისურაძე იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები