სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს

საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სამეცნიერო კომიქსების კონკურსი გამოცხადდა, – ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

განათლების სამინისტროს პროგრამის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში კონკურსი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიამ გამოაცხადა.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გამარჯვებულები 10 ნოემბერს გამოვლინდებიან. სამი საუკეთესო ნამუშევრის ავტორებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.

კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაცია და მის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე სამეცნიერო კომიქსის ჟანრისა და სამეცნიერო თემების გააქტიურება ქართულ სალიტერატურო, სახელოვნებო და საგამომცემლო სივრცეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები