„Platino Industria forum”-ზე ათი ქართველი პროდიუსერი გაემგზავრება

27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მადრიდში  Platino Industria forum გაიმართება. ღონისძიება ლათინო-ამერიკის კინოდაჯილდოების ცერემონია Platino Awards-ის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც ყოველწლიურად ათეულობით აღიარებული კინემატოგრაფისტი ჯილდოვდება სხვადასხვა ნომინაციაში.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ესპანური ორგანიზაცია „ეხედას” თანამშრომლობით, ფორუმზე  სამომავლო თანამშრომლობისა და ახალი პროექტების დაგეგმვის მიზნით  ათი ქართველი პროდიუსერი გაემგზავრება. ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4Business:Connecting Companies-ის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები