ქართველი მეცნიერის მონოგრაფია „რუტლიჯმა“ გამოაქვეყნა
ლადო გამსახურდია პირველი ქართველი ფსიქოლოგი და ფსიქოანთროპოლოგია, ვისი მონოგრაფიაც “სელფის სემიოტიკური კონსტრუირება მულტიკულტურულ საზოგადოებებში: პროკულტურაციის თეორია” პრესტიჟულმა ბრიტანულმა გამომცემლობა „რუტლიჯმა“ (Routledge) გამოაქვეყნა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„რუტლიჯი“ 1836 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა და ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ სამეცნიერო საგამომცემლო სახლს წარმოადგენს მსოფლიოში.
ლადო გამსახურდია წიგნში წარმოგვიდგენს მის ორიგინალურ სამეცნიერო კონცეფციას პროკულტურაციის შესახებ და გვაცნობს მის ემპირიულ ილუსტრაციებს. ის იკვლევს სელფის განვითარებისა და ინტერკულტურული ურთიერთობების მენტალურ თავისებურებებს.
ლადო გამსახურდია 2016 წლიდან თსუ ფსიქოლოგიისა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის პოზიციას იკავებს. მას არაერთი პოსტ-დოკ კვლევითი პროექტი აქვს განხორციელებული. ლადო გამსახურდია ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ქართველი მეცნიერია. ის ეწევა აქტიურ სასწავლო საქმიანობას და ჩართულია არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში. მისი ათეულობით ნაშრომი გამოქვეყნებულია დარგის საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემებში. ასევე, ის აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში.