გაცვლითი სარეზიდენიო პროგრამის ფარგლებში მწერალი ზაზა კოშკაძე ლვოვში გაემგზავრა

მწერალთა სახლის ორგანიზებითა და UNESCO-ს პროექტის ,,თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი’’ მხარდაჭერით, გაცვლითი სარეზიდენიო პროგრამის ფარგლებში ქართველი მწერალი, ზაზა კოშკაძე ლვოვში გაემგზავრა, სადაც თავის ახალ რომანზე მუშაობს და “ლვოვის წიგნის ფორუმის” ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაცის მწერალთა სახლი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ  ასევე გაცვლითი სარეზიდენიო პროგრამის ფარგლებში თბილისში ესპანელი მწერალი ირია კოიასო იმყოფება, 3 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე ირია კოიასო მწერალთა სახლის რეზიდენციაში (Tbilisi Writers’ House Residency) იცხოვრებს და წიგნზე მუშაობას დაასრულებს.

2021 წლის 23 აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში, თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები