საჩუქარი „ოლიმპიოსგან“ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც კომპანიის ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილი ახალი, ქართული კომპანია „ოლიმპიოს“ დაარსების მომენტიდანვე მთავარი მახასიათებელი გახდა.
კომპანია „ოლიმპიო“ სწორედ პანდემიის დროს შეიქმნა და ქართველ მომხმარებელს იმ პროდუქტს სთავაზობს, რაც დღეისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.
„ოლიმპიო“-ს მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები, ბაზარზე ამ ეტაპზე, საბითუმო ხაზით არის წარმოდგენილი და უმაღლესი ხარისხის 11 სახეობის პროდუქციას აწარმოებს. რაც მთავარია, თითოეული პროდუქტის ხარისხი შესაბამისი სერტიფიკატებითაა აღიარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტით სარგებლობს.
დღესდღეობით „ოლიმპიო“ აწარმოებს 3 სახის თხევად საპონს, ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, სხვადასხვა საფეხმავლო ზედაპირის და ავეჯის საწმენდ საშუალებას, მინების საწმენდს, დანადგარების საწმენდს, სადეზინფექციო ხსნარს, საკანალიზაციო და სამზარეულოს მილების გამწმენდ საშუალებას.
„მიუხედავად იმისა, რომ „ოლიმპიო“ ახლახან შეიქმნა, ჩვენს გუნდს ამ სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს. ვიცით როგორი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ მომხმარებლებს. ამ ყველაფერს ხარისხის კონტროლი სჭირდება, რათა ერთი სახეობის ერთი ნაწარმიც კი, ჩვენ მიერვე დაწესებული ხარისხის მაღალ თამასას არ ჩამოუვარდებოდეს,“ – აღნიშნავს სოფიო სურმავა.


უკვე მეწარმე ქალის სტატუსით, სოფიო სურმავამ და მის მიერ ახლად დაფუძნებულმა კომპანია „ოლიმპიომ“ საქველმოქმედო აქცია #ჩვენიანებისთვის წამოიწყო და კამპანიის ფარგლებში, იმ სტრუქტურებისა და დაწესებულებებისთვის, რომლებისთვისაც ჰიგიენური მოვლის საშუალებები დღეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროდუქტია, სასაჩუქრე ნაკრების გადაცემა დაიწყო.

პირველი დაწესებულება, რომელმაც ქართველი მეწარმისგან თხევადი საპნები, ჭურჭლის დასამუშავებელი ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები და ფანჯრების საწმენდი ხსნარები საჩუქრად მიიღო, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრია. კამპანია #ჩვენიანებისთვის მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა, ინფექციური საავადმყოფოს გარდა, „ოლიმპიოს“ საჩუქრები ნაკრები, მიიღო თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ და საქველმოქმედო ფონდმა – „ჩემი სახლი“. როგორც სოფიო ამბობს, მისი კომპანია თანდათანობით უფრო მეტ დაწესებულებას გადასცემს იმ პროდუქტს, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საჭიროა.
სოფიოს თქმით, საავადმყოფოები დღეს, Covid 19-თან ბრძოლის წინა ხაზზეა, „ოლიმპიომ“ კი, ამით ჩვენი გმირი ექიმებისადმი მადლიერება და პატივისცემა გამოხატა. მნიშვნელოვანია, ისიც რომ აღნიშნული აქცია ერთჯერადი არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები