როგორ აღინიშნება წელს ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე – ინტერვიუ დიანა ბაგრატიონთან

2019 წელს ნიუ-იორკში გრანდიოზულად ჩატარდა პირველი ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე და მას შემდეგ, პანდემიის მიუხედავად ტრადიცია არ დარღვეულა. პროექტი ყოველწლიურად საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნება.

როგორი იქნება წლევანდელი ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე, ამაზე ბლოგში ქალბატონი დიანა ბაგრატიონი ისაუბრებს. სწორედ მისი იდეითა და ძალისხმევით ხდება აღნიშნული პროექტის განხორციელება.

ორი ქვეყნის კულტურის ქომაგი – ასე მოიხსენიებენ ხშირად დიანა ბაგრატიონს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ქალბატონი წლებია,  ქართულ საქმეს ემსახურება და უამრავი საინტერესო წამოწყების ავტორია. მათ შორის, ის საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტია, რომელიც უკვე 13 წლისაა და ამ დროის განმავლობაში მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ფონდის ძალისხმევით წლების წინ თბილისში, კერძოდ, იაშვილის კლინიკაში შეიქმნა განყოფილება და ინტენსიურად ხდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარება. დიანა ბაგრატიონი ასევე ნიუ-იორკის მერიის თანამშრომელია კულტურის დარგში.

ვიდეობლოგის სტუმარი აღნიშნულ ღონისძიებასთან ერთად სხვა პროექტებსა და გეგმებზეც საუბრობს, მათ შორის, როდის და როგორ გაიხსნება თბილისის ქუჩა ბრუკლინში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები