თსუ-ში ვარლამ ჩერქეზიშვილის 175 წლის იუბილე აღინიშნა

17 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის 175 წლის იუბილე აღინიშნა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნოვერსიტეტი ავრცელებს. იუბილესთან დაკავშირებით, თსუ პროფესორმა, მკვლევარმა გოჩა ფერაძემ თსუ მუზეუმს ვარლამ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებული რამდენიმე ექსპონატი გადასცა.

ქართველ მეცნიერთა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია; ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი უკვე მიენიჭა საგარეჯოს ერთ-ერთ ქუჩას და მის მშობლიურ სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უახლოეს მომავალში ვარლამ ჩერქეზიშვილის ლონდონიდან საქართველოში გადმოსვენების საკითხზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები