ელენე ილურიძე მეორე ქართველი ქალია, რომელიც NCAA-ში ითამაშებს
ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში 21 წლის ქართველი კალათბურთელი – ელენე ილურიძე ითამაშებს – ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ნატალია ოთხმეზურის შემდეგ, რომელმაც კონტრაქტი NCAA-ის პირველი დივიზიონის Southern Utah-ის უნივერსიტეტთან გააფორმა,ელენე ილურიძე მეორე ქართველი ქალია, რომელიც NCAA-ში ითამაშებს.
ელენეს კონტრაქტი NCAA-ის მეორე დივიზიონის გუნდმა – Tyler Patriots-მა გაუფორმა.
ქართველი მოთამაშის გუნდში აყვანის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ტაილერის” მთავარმა მწვრთნელმა რებეკა ალვიდრესმა: “ელენე შრომისმოყვარე კალათბურთელია. მოხარულები ვართ იმ მცველის დამატებით, რომელსაც თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. ელენეს პლიუსია მისი საერთაშორისო გამოცდილებაც. ილურიძის შემატებით გუნდის თავდაჯერებულობა აშკარად გაიზრდება”.
ელენე ილურიძემ საქართველოს ნაკრებში 2016 წელს , ევროპის 18 – წლამდელთა ჩემპიონატის C დივიზიონში, ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ითამაშა.