„გუშაგების“ მსოფლიო პრემიერა ლონდონის კინოფესტივალზე შედგება
მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმის „გუშაგები” მსოფლიო პრემიერა ლონდონში, კინოფესტივალ Raindance-ის ფარგლებში, მოკლე ფილმების საკონკურსო პროგრამა New Departures-ზე შედგება. ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს. ფესტივალზე გამარჯვებულ ფილმებს BAFTA-სა და აკადემიის ჯილდოს ნომინაციის კვალიფიკაცია აქვს. „გუშაგები“ გასულ წელს გადაიღეს. პროდიუსერი – შპს „ორნი“, დირექტორი – თინიკო ნადირაშვილი, რეჟისორი სანდრო სულაძე, ოპერატორი კი ოლაფ მალინოვსკია.
ფილმი მოგვითხრობს სოფლის განაპირას მცხოვრები პატარა ძმების შესახებ, ისინი რამდენიმე დღით სახლში მარტო რჩებიან და საკუთარი სახლის დაცვა უწევთ – გარდა ამისა უცნაური მოვლენების მომსწრენი ხდებიან, მათი საგუშაგო კი სახლის სახურავი ხდება.