30 სექტემბერს საკვირო სკოლებისთვის შექმნილი ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება

პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლის პლატფორმაზე www.diaspora.edu.ge/ka შეიქმნა საკვირაო სკოლების მიმართულება, www.sundayschools.diaspora.edu.ge, რომელიც ქართული საკვირაო სკოლების ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს, ამასთან სკოლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება მეტად გამარტივდება.

სამშობლოდან ძალიან შორს, ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისთვის ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებაში ლომის წვლილი სწორედ, რომ საკვირაო სკოლებს მიუძღვით. დღესდღეობით არსებული მდგომარეობით, საკმაოდ მწირია ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ქართველებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი როლის მქონე საკვირაო სკოლების შესახებ.

საკვირო სკოლებისთვის შექმნილი განსაკუთრებული და ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია 30 სექტემბერს საქართველოს დროით 20:00-ზე zoom- ის პლატფორმის მეშვეობით გაიმართება.(ბმული – https://us02web.zoom.us/j/85887753664 – ხანგრძლივობა 2 საათი).

მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში შექმნილ საკვირაო სკოლებს ეძლევათ შესაძლებლობა  ჰქონდეთ მათი პერსონალური ვებ-გვერდი,  რომლის მართვასაც თავისუფლად და დამოუკიდებლად თავადვე შეძლებენ ატვირთონ სიახლეები, გააზიარონ ინფორმაცია სკოლის დაფუძნების, მოსწავლეების, აქტივობებისა და საქმინობის შესახებ. შესაძლებელია განთავსდეს, როგორც ფოტო, ვიდეო ისე ტექსტუალურ კონტენტი. ონლაინ პრეზენტაციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და რაც მთავარია საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს, დამფუძნებლებსა და პედაგოგებს.

„პირველი საერთშორისო დიასპორული ონლაინსკოლის პლატფორმაზე შექმნილი საკვირაო სკოლების მიმართულება გვაძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მოვაქციოთ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაფანტული საკვირაო სკოლები. ჩვენთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაციები მათი აქტივობების, მოსწავლეთა საერთო რაოდენობის, კონკურსების, საგაკვეთილო პროცესისა და სასწავლო დისციპლინების შესახებ” – თიკა სვანიძე ვენკო, ფონდის დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციური პლატფორმა ქართულ საკვირაო სკოლებისთვის ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“  პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოსა და საბავშვო არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძვანელის ვახტანგ ჯინჯიხაძის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა.

პრეზენტაციაზე დასასწრებად, შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:  https://forms.gle/bVXGuyhJy4vBiC6u7

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები