“თეთრი ბაირაღები” პრაღის თეატრში Divadlo na Pradle

პრაღის თეატრში Divadlo na Pradle წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “თეთრი ბაირაღები”, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა. რეჟისორი ლევან მანია.

„ჩემი უმთავრესი სურვილი და მიზანია, ამ დადგმაში გადმოვცეთ და ვაჩვენოთ ავტორისეული ხედვა, ის რაც დევს პირველწყაროში და რაც, უპირველესად, არის ადამიანური ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრობა და ურთიერთგატანა, ასევე ცხოვრება იზოლირებულ, სასტიკ ადგილებში, ის უსამართლობა და სისასტიკე, რომლებსაც ხშირად ვაწყდებით ამ ცხოვრებაში და ასევე ის შუქი, სინათლე, რომელიც ყველაზე ბნელ ადამიანებში და სიტუაციებშიც კი არსებობს და მოიპოვება. და მე მინდა რომ ჩვენი წარმოდგენის ნახვის  შემდეგ მაყურებელმა ზუსტად ეს შუქი, ეს ნათელი აღმოაჩინოს და დაინახოს ირგვლივ, დაინახოს იგი საკუთარ თავშიც.“ – აღნიშნა ლევან მანიამ “ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

სპექტაკლი 24 & 25 სექტემბერსა და 1 & 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები