დემნა გვასალია CFDA-ზეა ნომინირებული
დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ, მოდის ოსკარად წოდებულ CFDA-ზეა ნომინირებული. ინფორმაცია დემნა გვასალიას „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ეს ჯილდო დიზაინერმა 2017 წელს უკვე მიიღო.
CFDA-ს დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში 10 ნოემბერს გაიმართება.
CFDA მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი დონის ჯილდოდ ითვლება.