პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გამომცემლობა Vinísfera -ის ორგანიზებით პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

„პოზნანი, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია უკვე მეორედ მოეწყო, ღვინის მოხმარების კუთხით, პოლონეთის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია, გამორჩეული რესტორნებით, ღვინის ბარებით, საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრებით. შესაბამისად, პოზნანში გამართული დეგუსტაცია მნიშვნელოვანია პოლონეთის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის კუთხით. დეგუსტაციას რესტორატორები, სომელიეები, პოზნანის ღვინის კლუბის, სასტუმრო ქსელების, ტურისტული სააგენტოების, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ“ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პოლონეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია , ის ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები