ბათუმი საავტორო ფილმების მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს
ბათუმის საავტორო ფილმების მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი 18-24 სექტემბერს ბათუმში გაიმართება და მას კინოთეატრი „აპოლო“ და ევროპის მოედანი უმასპინძლებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი გარკვეული შეზღუვებითა და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში ღია ცის ქვეშ მოეწყობა კინოჩვენებები, ჩატარდება ვორქშოპები და სემინარები. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური და 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ტრადიციულად, კინოფესტივალის ნაწილი იქნება ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 ქართული პროექტი.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”