1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო – გიორგი იანტბელიძის გუნდის ბელარუსული მონაგარი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, ალექსანდრ მედვედის გრან პრიზე 8 მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონი გახდა ზურაბ იაკობიშვილი, რომელმაც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში აჯობა ყველა მეტოქეს. ფინალში იაკობიშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი რუსლან ჟენდაევი დაამარცხა, ანგარიშით 7:2.

ფინალში იჭიდავეს ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ), მაგრამ ორივე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გოგა ძიგუა (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), დიმიტრი ჯიოევი (74 კგ), ზურიკო ურთაშვილი (97 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

მინსკის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები გენო პეტრიაშვილის, ავთანდილ კენჭაძისა და ელიზბარ ოდიკაძის გარეშე გამოვიდა.

“1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო – ასეთია გიორგი იანტბელიძის გუნდის ბელარუსული მონაგარი.

მინსკიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას საწვრთნელი შეკრებით გააგრძელებს. სწორედ დასკვნით შეკრებაზე გამოაცხადებს გიორგი იანტბელიძე მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელ შემადგენლობას!“ – ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიოს ჩემპიონატი ოქტომბრის დასაწყისში, ოსლოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები