ქართული ღვინო ოქსფორდის ღვინის ფესტივალზე
დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის ღვინის ფესტივალზე, მსოფლიოს 25 ქვეყნის იშვიათ და უნიკალურ ღვინოებთან ერთად ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი – ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ქართულმა ღვინომ, რომელიც კომპანიამ Gvino UK წარადგინა, ფართო ყურადღება მიიპყრო და სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
ღვინის ფესტივალი ყოველწლიურად ოქსფორდში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ ადგილას, Oxford Union – ში იმართება.
ღვინის ფესტივალს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი – სოფიო ქაცარავა დაესწრო.