„აღმართი“ – საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერლის ახალი წიგნი

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერლის, ლელა ლაშხის მოთხრობების ახალი კრებული „აღმართი“ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოიცა. ლელა ლაშხი 2013 წლიდან დღემდე, პარიზის ჟურნალისტთა სახლის წევრია. მისი თანარეჟისორობითა და თანაავტორობით, 2014 წელს პარიზში, Théâtre Antoine -ში დაიდგა სპექტაკლი “Cours ,cours encore“

წიგნის “აღმართი” ანოტაციაში ვკითხულობთ: „კრებული რვა მოთხრობას აერთიანებს. მათი საერთო თემაა ქალი და მისი ადგილი საზოგადოებაში, როგორც საქართველოში, ასევე დედამიწის სხვა კუთხეებში. ავტორი ცდილობს, ობიექტურად დაგვანახვოს სხვადასხვა სოციალური წრის ქალების მდგომარეობა, გვიჩვენოს, რა შეუძლია ქალს დღეს ან რას უქადის მას მომავალი…“

„აღმართი„ ლელა ლაშხის მეოთხე წიგნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები