Photo London-ზე სანდრო მამასახლისის ფოტოები გამოიფინება

ქართველი ფოტოგრაფის – სანდრო მამასახლისის ათი ნამუშევარი შტაგერის გალერეადან მსოფლიოში ერთ -ერთ უდიდეს და პრესტიჟულ ფოტო გამოფენა გაყიდვაზე  Photo London-ზე  იქნება წარმოდგენილი.

სანდრო მამასახლისი პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც  Photo London-ზე მოხვდა.

გამოფენა-გაყიდვა 9-12 სექტემბერს, სომერსეტ ჰაუზში გაიმართება.

სანდრო მამასახლისს – ქართული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის გარდაცვალების შემდეგ, 2021 წელს  ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი მიენიჭა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები