Nova Science Publishers-ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის საჩუქარი მკითხველს

ამერიკული გამომცემლობა  Nova Science Publishers  ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს მნიშვნელოვან საჩუქარს სთავაზობს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, გამომცემლობის ვებგვერდზე  შერჩეულ წიგნს უფასოდ, პდფ-ის ფორმატში და საავტორო უფლებების დაცვით მიიღებთ.

„Nova Science Publisher 1985 წელს, ნიუ იორკში, ცნობილმა გამომცემელმა, ფრანკ კოლუმბუსმა დააარსა, რომელიც მანამდე  კემბრიჯის გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. დღეს ეს გამომცემლობა წელიწადში 1800-მდე ახალ წიგნს,  უახლეს და საუკეთესო სამეცნიერო ლიტერატურას აქვეყნებს, მათ შორის, მედიცინის დარგშიც. აღსანიშნავია, რომ ნაშრომები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებშიც გაერთიანებულია“ – აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მალე Nova Science Publisher – ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთ, ერთობლივ სიახლეს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები