12 სექტემბერი გურამ თიკანაძის დაბადების დღეა

„ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა

რამ დაგაპატარავა, შვილო?!“

ოი!“ (მურმან ლებანიძე )

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე გურამ თიკანაძემ დიდი კვალი დატოვა ქართული ფოტოგრაფიისა და ალპინიზმის ისტორიაში. 1963 წლის აგვისტოში, 30 წლის უნიჭიერესმა ახალგაზრდამ,  ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა თეთნულდი დალაშქრა, ეს საბედისწერო ლაშქრობა იყო მის ცხოვრებაში, შხარას მწვერვალიდან დაშვებისას გურამ თიკანაძე გარდაიცვალა, დატოვა მოგონებები და განსაკუთრებული კვალი ისტორიაში, სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი საერთაშორისო ჯილდო ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში – ახალგაზრდობისა და სტუდენტთა ვენის მსოფლიო ფესტივალზე ფოტოსურათისათვის ”ოლე ” გურამ თიკანაძემ ბრინჯაოს მედალი მიიღო , წლების განმავლობაში იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში. მისი ფოტორეპორტაჟები იყო სრულიად ახალი სიტყვა იმ პერიოდში. გურამ თიკანაძის  ცნობილი ფოტოებია: „ტკბილი ნესვი“, „აისი მთაში“, „უტევს მ. მესხი“, „თეთნულდი – სვანეთის პატარძალი“, „უშბა“, „შხარა“, „თეთნულდის კალთებზე“

გურამ თინაკაძე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან   გაიტაცა ალპინიზმმა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ორმოცამდე მწვერვალი დალაშქრა, მალევე დაიწყო ასვლა  მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. 1958 წელს განახორციელა სარეკორდო 14 მწვერვალის ტრავერსი ფასის მთიდან თეთნულდამდე და გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – ვერცხლის პრიზიორი. 1961 წელს ხელმძღვანელობდა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსს.

„მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან, რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისათვის ზოგიერთი განცდა მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველ ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული…მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან“- ამბობდა გურამ თიკანაძე.

1980 წელს სვანეთში, სოფელ ლატალში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიხსნა გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექსი და მუზეუმი. დღეს ერთ-ერთი მწვერვალი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გურამ თიკანაძის სახელს ატარებს.

ფოტოგრაფისა და ალპინისტის გარდაცვალებიდან მალევე პოეტმა მურმან ლებანიძემ გურამ თიკანაძის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა.

„რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!

ვოი!

რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!

ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ

ყინულის ლოგინში“

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები