ბერნის  კულტურათაშორის ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკის სექცია  გაიხსნება

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 16 სექტემბერს, 14.00 სთ – ზე,  ქ. ბერნში მცხოვრები თანამემამულეების ინიციტივით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის, ბერნის კანტონის განათლების განყოფილებისა, ბერნის ინტერკულტურული ბიბლიოთეკის და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქ. ბერნის  კულტურათაშორის ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკის სექცია  გაიხსნება.

ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული  საბავშვო ქართული და უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე.

„საწყის ეტაპზე, ქ. ბერნის ინტერკულტურულ  ბიბლიოთეკაში, სპეციალურად გამოყოფილ ფართში,  განთავსდება სამოცამდე ქართული წიგნი, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს  ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის უფრო ფართოდ წარმოჩენას ბერნის ბიბლიოთეკაში.“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები