ქართველი ფოტოხელოვანის ფოტოსერია გერმანულ ჟურნალში დაიბეჭდა
ქართველი ფოტოხელოვანის – ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია მაღალმთიანი აჭარიდან გერმანული ჟურნალის – stern-ის ნომერში დაიბეჭდა.
ნათელა გრიგალაშვილი დამოუკიდებელი ფოტოგრაფია, მუშაობს ფოტოსერიებზე, იღებს ძირითადად რეგიონებში, მისი ფოტოსერიები განსაკუთრებული და გამორჩეულია – მათში მხატვრული სინამდვილითაა ასახული რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ყოვლდღიური ცხოვრება, იმედი და სევდა.
ნათელა გრიგალაშვილის ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველების მარკეტი“, „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ „პანკისის ხეობის ქალები“.