„მიტოვებული სოფელი“ ანიმაციური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე
ქართულ ანიმაციურ ფილმს „მიტოვებული სოფელი“ ბულგარეთში აჩვენებენ – ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარე წლის 9-13 სექტემბერს გაიმართება.„მიტოვებული სოფელი“ შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და „ქართული ფილმი-აფხაზეთის“ ბაზაზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფილმის რეჟისორი მარიამ კაპანაძეა, პროდიუსერი – მარიამ კანდელაკი , ქართული ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” გასულ წელს ჰოკაიდოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა