„გერმანული ფერადი ენაა“ გამოფენა ახალგახსნილ ბიბლიოთეკაში
ქალაქ თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების, აკაკი წერეთლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა, რომელიც მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გაიხსნა 31 ოქტომბრამდე პირველ სახალხო პროექტს – გამოფენას „გერმანული ფერადი ენაა“ უმასპინძლებს, რომელიც 300-მდე გერმანულენოვანი გამოცემის, სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას აერთიანებს.
გამოფენა, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი ინიციატივით მომზადდა.