ქართველი მწერალი ქალი გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვებინარზე

30 სექტემბერს მსოფლიოში თარგმანის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღესთან დაკავშირებით გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია მოწვეულ სპიკერებთან ერთად ვებინარს – “თარგმანის უფლებების გლობალური სურათი” გამართავს.

ამერიკული საგამომცემლო მედიის “საგამომცემლო პერსპექტივები” მთავარი რედაქტორის, პორტერ ანდერსონის მოდერატორობით, სესია განიხილავს, თუ როგორ შეიძლება მთარგმნელობითმა გრანტებმა ხელი შეუწყოს თარგმანის პოპულარიზაციას, წიგნების ექსპორტსა და თარგმანის უფლებების გაყიდვის პრაქტიკას.

სპიკერებს შორის  ერთ – ერთი ქართველი მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე იქნება, რომელიც თარგმნის პროცესში მცირე ენების გამოწვევებზე ისაუბრებს. – ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები