საქართველოს ნაკრების წევრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

კომაროვის სკოლის მოსწავლემ ნინო ჩხაიძემ და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 სკოლის მოსწავლემ თარაშ დოლაბერიძემ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის მე-5 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

„საქართველო ამ ოლიმპიადაზე  2017 წლიდან მონაწილეობს. საქართველოს ნაკრებების შემადგენლობაში,  კომაროვის სკოლის მოსწავლეებს ამ ოლიმპიადაზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და ბრინჯაოს 7 მედალი აქვთ მოპოვებული.“ – ნათქვამია სკოლა-პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები