ლაშა ბექაური მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია

ლაშა ბექაური ვაჟთა შორის საუკეთესო ძიუდოისტია და 6 256 ქულით მსოფლიო რეიტინგსაც ლიდერობს. იგი ყველა წონითი კატეგორიის საერთო რეიტინგის პირველი ნომერია.

2020 წლის ევროპის ჩემპიონი, 2021 მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ტატო გრიგალაშვილია – 81 კილოგრამში რეიტინგის სათავეშია.

ასევე, -73 კილოგრამი წონით კატეგორიის რეიტინგს ლიდერობს 2013 წლის ევროპის, 2021 წლის მსოფლიოსა და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი.

ათეულში ასევე არიან:

-66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი – მე-3 პოზიცია;

-90 კგ. ბექა ღვინიაშვილი – მე-10 პოზიცია;

-100 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი – მე-2 პოზიცია;

+100 კგ. გელა ზაალიშვილი – მე-6 პოზიცია;

+100 კგ. გურამ თუშიშვილი მე-8 პოზიცია;

-57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი – მე-9 პოზიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები