საერთაშორისოდ აღიარებული „ცისკოს“ სასწავლო კურსები ქართულ ენაზე ითარგმნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, აშშ-ის მხარდაჭერით, ქართულ ენაზე ითარგმნა საერთაშორისოდ აღიარებული „ცისკოს“ სასწავლო კურსები – „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ და „შესავალი კიბერუსაფრთხოებაში“.
აღნიშნული პროგრამები უკვე განთავსებულია „ცისკოს“ აკადემიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.
„აღსანიშნავია რომ კურსი, „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი და ყველა სფეროს წარმომადგენლისათვის აუცილებელ ინფორმაციას შეიცავს. ინფორმაციას, რომელიც ინტერნეტის უკიდეგანო სამყაროში, გაზრდის თქვენი დაცულობისა და ინფორმირებულობის დონეს. კურსი „შესავალი კიბერუსაფრთხოებაში“ კი, ამ სფეროში თქვენი პროფესიული განვითარების პირველ ნაბიჯად შეიძლება იქცეს.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გასავლელად უნდა ეწვიოთ აკადემიის ვებ-გვერდს და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა. დღეიდან უკვე ქართული ენის არჩევაც არის შესაძლებელი. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული რესურსები ხელს შეუწყობს საქართველოში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას.“ – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.