ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება

3-4 სექტემბერს, რომი, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპს უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს, რომელიც იტალიაში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება.

„ქართულ დელეგაციაში შედიან: ნაკრების მწვრთნელი ჯემალ კილაძე, მსაჯი ზაზა ჯიბლაძე, მისიის ხელმძღვანელი – საქართველოს ქვიშის სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე და სპორტსმენები – ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ), რომლებიც რეიტინგის ლიდერების და ტრადიციულად, უმთავრესი ფავორიტების რანგში გავლენ საჭიდაოდ.“ – ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო სერიის პირველ ეტაპს 16-17 ივლისს ნიცამ უმასპინძლა და ოთხივე ქართველი ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ეტაპის წინ, მოსამზადებელი შეკრება ბათუმში გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები