ესტონეთის კინოს მუზეუმში ,,მონანიების“ ჩვენება გაიმართა
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 30 აგვისტოს, ტალინში არსებული ესტონეთის კინოს მუზეუმში გაიმართა რეჟისორ თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმის ,,მონანიება“ ჩვენება.
ღონისძიება მიეძღვნა როგორც საქართველოს, ასევე ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს.
„ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ესტონეთის სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის წრეების, მედიისა და ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა, ესტონეთის კულტურის სამინისტროს კულტურული დივერსიფიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა ანნე-ლი რეიმაამ და კომპოზიტორმა და ,,არვო პიარტის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაიკლ პიარტმა (ფილმში გამოყენებულია ცნობილი ესტონელი მუსიკოსის და დისიდენტის არვო პიარტის ნაწარმოები),“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.