Nòt Film Fest ქართულ ფილმს “უარყოფითი რიცხვები” 2 მთავარი ჯილდო გადაეცა
იტალიაში, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე Nòt Film Fest ქართულ ფილმს “უარყოფითი რიცხვები” 2 მთავარი ჯილდო გადაეცა – ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის (რეჟისორი უტა ბერია).
“უარყოფითი რიცხვები” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საპროდიუსერო კომპანია Magnet Films – მა გადაიღო.
ფილმის გმირები გადარჩენისთვის იბრძვიან და ცხოვრობენ იქ, სადაც სიკეთე და თანაგრძნობა სისუსტედ მიიჩნევა. ფილმის სიუჟეტი რეალურ ისტორიას ეფუძნება. ის საქართველოს რაგბის კავშირისა და UNICEFF–ის ერთობლივ პროექტზე მოგვითხრობს. კოლონიაში რაგბის ვარჯიშები იმართება და შედეგად, იწყება ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღება, მთავარ გმირს კი უწევს გააკეთოს არჩევანი მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.