ლაშა ბუღაძის რომანი „ლიტერატურული ექსპრესი“ ბერძნულ ენაზე გამოვიდა
ლაშა ბუღაძის მორიგი წარმატება – მისი რომანი „ლიტერატურული ექსპრესი“ ბერძნულ ენაზე გამოვიდა.
წიგნი გამომცემლობა Vakxikon Publications-მა გამოსცა. მთარგმნელი: ვერიკო მგელაძე
„საბერძნეთს არა მხოლოდ სულიერ, არამედ ბიოგრაფიულ მეორე სამშობლოდ მივიჩნევ და ამ წიგნის გამოცემა დამატებით მახარებს. მით უმეტეს, რომ ამ რომანის გმირის სამატარებლო ოდისეა ბერძენ ქალს უკავშირდება
გუშინ ათენის წიგნის მაღაზიაში ვნახე და ის ოპტიმისტური და კოვიდამდელი ეპოქა გამახსენდა, როცა ქართულ რომანებს ვპოულობდით უცხოენოვან წიგნებს შორის. იმედია, ეს დრო ისევ დაბრუნდება.
მადლობა გამომცემლობა Εκδόσεις Βακχικόν – Vakxikon Publications, ბერძნულად მთარგმნელ Veriko Mgeladze-ეს და მრავალტანჯვაგამოვლილ მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia-ს.“ – წერს ლაშა ბუღაძე თავის ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული ექსპრესი“ უკვე თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, არაბულ, მაკედონიურ და ალბანურ ენებზე.